ავტოსაგზაო შემთხვევა აჭარაში: ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ბავშვი დაშავდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტომობილში, რომელიც ქედის რაიონის სოფელ ზვარეში ავარიაში მოხდა, სამი ადამიანი იმყოფებოდა, რომელთაგან ორი გადარჩა.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ქედაში მომხდარი ავარიის შედეგად ახალგაზრდა ქალი დაიღუპა, ბავშვი კი დაშავდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
ინციდენტი გუშინ ღამით მოხდა. ავტომობილს, რომელიც სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა, 30 წლის ქალბატონი მართავდა. ის შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა,  ბავშვი კი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ავტომობილში იმყოფებოდა მამაკაციც, რომელმაც სხეულის მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
მომხდარ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“, რაც ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0