ამოღებულია კონტრაბანდული სიგარეტის უპრეცედენტო რაოდენობა

© Sputnik / Denis Aslanovსარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი
სარფის საკონტროლო-გამშვები პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამგზავრო ავტობუსის სამალავით კონტრაბანდისტებმა 26 ათასი სიგარეტის კოლოფი შემოიტანეს.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველო-თურქეთის საზღვარზე, სარფის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა 25 ათას 989 კოლოფი Master-ის მარკის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს და ორი ადამიანი დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ქუჩის ვაჭრობა თბილისში - Sputnik საქართველო
სომხეთის წარმოების კონტრაბანდული სიგარეტი თბილისში იყიდებოდა

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა კონტრაბანდული საქონელი საქართველოში თურქეთიდან შემოიტანეს. სიგარეტები სამგზავრო ავტობუსის სპეციალურ სამალავში იყო მოტავსებული.

უაქციზო სიგარეტები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით "საბაჟო წესის დარღვევა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით" და "მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა დიდი ოდენობით", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

2017 წლის იანვრიდან საქართველოში თამბაქოს ნაწარმის შემოზიდვაზე აქციზის ფასი გაიზარდა.

ყველა ახალი ამბავი
0