თაღლითობა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით: დაკავებულია ორი პირი

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თაღლითები ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების ხელშეწყობით მოქალაქეს ბაკურიანში მიწის ნაკვეთის დაბალ ფასში ყიდვას დაჰპირდნენ.

თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. თაღლითობის მცდელობის ბრალდებით საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის (სუს-ი) თანამშრომლებმა ეთერ გ. და მურმან რ. დააკავეს, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

მობილური ტელეფონი - Sputnik საქართველო
ქართველი თაღლითები საერთაშორისო ზარებს ადგილობრივებად "ასაღებდნენ"

ბრალდებულები დაჰპირდნენ მოქალაქეს, რომლის ვინაობა არ სახელდება, რომ დაეხმარებოდნენ ბაკურიანში 815 კვ. მ. ფართობის მიწის ნაკვეთის ყიდვაში. გარიგება თითქოსდა ეკონომიკის სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირების დახმარებით უნდა გაფორმებულიყო.

ამ დახმარებისთვის ბრალდებულებმა 10 ათასი აშშ დოლარი მოითხოვეს. ბოროტმოქმედები მაშინ დააკავეს, როდესაც ისინი თანხის ნახევარს — 5 ათას აშშ დოლარს იღებდნენ. ფული ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე, რაც ექვსიდან ცხრა წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

საქმეს იძიებს სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტო.

ყველა ახალი ამბავი
0