ყაზანის „ყველა რელიგიის“ ტაძარში გაჩენილმა ხანძარმა ერთი ადამიანი იმსხვერპლა

© ГУ МЧС по Республике Татарстанყაზანში ტაძარში ხანძარი გაჩნდა
ყაზანში ტაძარში ხანძარი გაჩნდა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყაზანში სტარო-არაკჩინსკაიას ქუჩაზე მდებარე „ყველა რელიგიის“ ტაძარში ხანძრის ჩაქრობის შემდეგ 63 წლის მამაკაცის ცხედარი აღმოაჩინეს.

თბილისი, 10 აპრილი — Sputnik. ყაზანში „ყველა რელიგიის“ ტაძარში ხანძრისას ერთი ადამიანი დაიღუპა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თათრეთის რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს თანამშრომელზე დაყრდნობით.

ყაზანში „ყველა რელიგიის“ ტაძარში ხანძრის შესახებ შეტყობინება რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს თათრეთის რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ოპერატიულმა მორიგემ მოსკოვის დროით 04:35 საათზე მიიღო. მეხანძრეების მისვლის მომენტში ცეცხლი სახურავს და სხვენს ეკიდა. დილის 06:51 საათზე ცეცხლი ლიკვიდირებული იყო, აღნიშნულია ინფორმაციაში.

"ხანძრის ადგილზე დაღუპულის ცხედარი აღმოვაჩინეთ. შენობა დაწვას გადაურჩა", — განაცხადა სააგენტოს თანამშრომელმა.

წინასწარი მონაცემებით, მამაკაცი ტაძარში მშენებლად მუშაობდა და ცხოვრობდა. ამჟამად ადგილის დათვალიერება მიმდინარეობს. საპროცესო გადაწყვეტილება შემოწმების შედეგების საფუძველზე იქნება მიღებული.

მანამდე უწყების პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ხანძრის შესაძლო მიზეზებს შორის განიხილება ცეცხლის წაკიდება, ცეცხლთან გაუფრთხილებლობა, ელექტროტექნიკური მიზეზები.

„ყველა რელიგიის“ ტაძარი — მხატვარ და მოქანდაკე ილდარ ხანოვის მიერ 1994 წელს ყაზანში აშენებული არქიტექტურული ნაგებობაა. ის აგებულია როგორც რელიგიების, კულტურებისა და ცივილიზაციების არქიტექტურული სიმბოლო. საეკლესიო მსახურება კომპლექსში არ ტარდება. ანსამბლში შედის მართლმადიდებლური ეკლესია, მუსლიმანური მეჩეთი, ებრაული სინაგოგა და ბუდისტური პაგოდა.

ყველა ახალი ამბავი
0