ხელბორკილები

ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრები დააკავეს

30
ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბინებიდან ტექნიკა და ძვირფასეულობა გაჰქონდათ. ჩხრეკისას აღმოჩენილია ნაქურდალი ნივთებიც.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. ესპანეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის 17 წევრები დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2". 

დაკავებულები რამდენიმე ქალაქში, მათ შორის, მადრიდსა და ბარსელონაში ძარცვავდნენ ბინებს. შსს-ს ინფორმაციით, ჯგუფის წევრები ბოლო 3-4 თვის განმავლობაში, ესპანეთში მიმდინარე საპოლიციო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალურად დააკავეს ესპანეთსა და საქართველოს შორის საპოლიციო თანამშრომლობის შედეგად.

ამ პროცესში ჩართული იყო ესპანეთში საქართველოს ატაშეც. ამ ეტაპზე უცნობია განხორციელდება თუ არა მათი დეპორტაცია.

ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები 47 ბინის ძარცვაში არიან ეჭვმიტანილი. მათ ბინებიდან ტექნიკა და ძვირფასეულობა გაჰქონდათ. ჩხრეკისას აღმოჩენილია ნაქურდალი ნივთებიც.

30