ირაღი

გორის ჰოსპიტალში სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა

22
(განახლებულია 09:35 23.03.2017)
18 წლის სამხედრო მოსამსახურე თებერვლის თვეში განწესში ყოფნისას გაურკვეველ ვითარებაში დაიჭრა.

თბილისი, 23 მარტი — Sputnik. თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედო ჰოსპიტალში ხანგრძლივი მკურნალობისა და მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, უფლისციხის სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე, 1998 წელს დაბადებული ბადრი შავაძე გარდაიცვალა, ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

ჯარისკაცი 28 თებერვალს განწესში ყოფნის დროს, მასზე გაპიროვნებული იარაღის გასროლის შედეგად მიღებული მძიმე დაზიანებით, გორის სამხედო ჰოსპიტალში დაუყოვნებლივ მოათავსეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანას გულისხმობს. გამოძიებას თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო და უთანაგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს. მინისტრის გადაწყვეტილებით, უწყება სამხედრო მოსამსახურის ოჯახს, ფინანსურ მხარდაჭერას გაუწევს.

22