აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა

© Sputnik / Alexander Imedashviliსამედიცინო დახმარების ბრიგადა
სამედიცინო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტობუსის მომლოდინე დედა–შვილს ავტომანქანა დაეჯახა, რის შედეგადაც ბავშვი გარდაიცვალა.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა აღმაშენებლის ხეივანში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებელი.

შემთხვევა დღეს, დილით მოხდა.

თვითმხილველის თქმით, დედა და მისი 11 წლის გოგონა გაჩერებაზე იდგნენ, რა დროსაც მათ BMW-ს მარკის ავტომობილი დაეჯახა. ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, დედა კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სასწრაფო დახმარები მანქანა - Sputnik საქართველო
სოფელ ქვიშხეთთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამა–შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა

შემთხვევის გამო აღმაშენებლის ხეივანში ავტომანქანების მოძრაობა შეფერხებულია.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყების ცნობით, საქმეში ორი ავტომანქანა ფიგურირებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს "ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა", რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით 4-დან 7 წლამდე ვადით.

ყველა ახალი ამბავი
0