თბილისში აფთიაქი დააყაჩაღეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დამნაშავეებმა ცოტაოდენი თანხის წაღება მოახერხეს.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თბილისის გარეუბანში უცნობი პირები GPC-ს აფთიაქის ერთ-ერთ ფილიალს ყაჩაღურად დაესხნენ თავს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ინციდენტი გუშინ, ღამით დიდი დიღმის მესამე მიკრორაიონში მოხდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავეებმა ცოტაოდენი თანხის წაღება შეძლეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით "ყაჩაღობა", რაც ხუთიდან შვიდ წლამდე პატიმრობით ისჯება.

ყველა ახალი ამბავი
0