თბილისში მამაკაცი 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის გამო დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaliy Belousov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული, არქივის ფოტო
დაკავებული, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი თბილისის მცხოვრებს მკვლელობის მუქარით 200 ათას აშშ დოლარს სთხოვდა.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა 200 ათასი აშშ დოლარის გამოძალვის ბრალდებით თბილისში 43 წლის მამაკაცი დააკავეს, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

გამოძიება ამტკიცებს, რომ ბრალდებული თბილისში მცხოვრებ 48 წლის მამაკაცს ფულს სძალავდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისი და მისი ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებოდა.

პოლიციამ გამომძალველის დაკავება ფულის გადაცემამდე მოახერხა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ყაჩაღობა სათამაშო პისტოლეტით: შსს გამოძიებას ახორციელებს

დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა ნივთმტკიცებად ამოიღო GOLD STAR-2002 და WOLTRA PROFESSIONAL Mod. 92 მოდელების ორი არარეგისტრირებული პისტოლეტი, 50 საბრძოლო ვაზნა და მობილური ტელეფონები, რომლებითაც ის მუქარას ახორციელებდა.

დაკავებული ბრალს აღიარებს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლებით "გამოძალვა დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით" და "ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა", რაც ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0