საპატრულო პოლიცია

თბილისის ცენტრში ისრაელის მოქალაქე მოკლეს

129
(განახლებულია 17:05 08.03.2017)
ბიზნესმენი ისრაელიდან თბილისში, დაქირავებულ ბინაში მოკლეს და 2 ათასი აშშ დოლარი წაიღეს.

თბილისი, 8 მარტი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში ისრაელის მოქალაქის, 75 წლის ბიზნესმენის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия.

ინციდენტი აბანოთუბანში 2 მარტს მოხდა. ბიზნესმენი საქართველოში თავის ბიზნეს–პარტნიორთან შესახვედრად მკვლელობის წინა დღეს ჩამოვიდა.

„პოლიციამ ცხელ კვალზე რამდენიმე პირი დააკავა. სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემობაში ჯგუფურად“, – განაცხადა შსს–ს პრეს–სამსახურის თანამშრომელმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბიზნესმენს თავს მის დაქირავებულ ბინაში დაესხნენ, თავი ჩაქუჩით გაუტეხეს და 2 ათასი აშშ დოლარი წაიღეს.

პოლიცია შემთხვევის ადგილზე მას შემდეგ მივიდა, რაც უწყებაში შევიდა ინფორმაცია, რომ ბიზნესმენს ვერ უკავშირდებოდნენ.

129