„გირჩის“ ლიდერმა თბილისში საჩვენებლად „ბიო“ ნარკოტიკი იყიდა და პოლიციას გადასცა

© Photo: courtesy of Girchi"ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი"
ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოპოზიციურმა პარტია „გირჩმა“ პოლიციას აჩვენა, თუ რა იოლია საქართველოში „სერიოზული“ ნარკოტიკების ყიდვა.

თბილისი, 25 თებერვალი – Sputnik. ოპოზიციური პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ 5 გრამი ნარკოტიკი „ბიო“ („სპაისი“) ინტერნეტის მეშვეობით 900 ლარად საჩვენებლად იყიდა და პოლიციას ჩააბარა, რის შემდეგ ის განყოფილებაში გადაიყვანეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„გირჩი“ მარიხუანის მოხმარების ლეგალიზებას ემხრობა და ამ მხრივ უკვე მიიქცია საზოგადოების ყურადღება. ახალი წლის ღამეს პარტიის ოფისში ლიდერებმა და აქტივისტებმა კანაფი დათესეს. 11 დღის შემდეგ პოლიციამ მცენარის ქოთნები ამოიღო, მაგრამ ხანგრძლივმა გამოძიებამ აჩვენა, რომ დაკავებისთვის რაოდენობა საკმარისი არ იყო.

„საკმაოდ რთული და კომპლექსური სქემის გამოყენებით, გავიარეთ ეს პროცედურები და დაახლოებით 40 წუთის ფარგლებში ავიღეთ ნარკოტიკი. ამით გვინდა გაჩვენოთ, რომ როდესაც ძალოვანი სტრუქტურები საუბრობენ, რომ ებრძვიან ნარკოტიკებს, რეალურად ამას აქვს ერთი კონკრეტული შედეგი: ქვეყანა წალეკილია ბიო-ნარკოტიკით. როდესაც ხელისუფლება კრძალავს კანაფს, რომელიც იზრდება საქართველოში, მისი მოპოვება არის კატასტროფულად გართულებული მაშინ, როდესაც ბევრს შეუძლია შეიძინოს სერიოზული ნარკოტიკები, რომლებიც ვნებს და იწვევს დამოკიდებულებას“, – განაცხადა ჯაფარიძემ პრესკონფერენციაზე, სანამ ნარკოტიკებს პოლიციას გადასცემდა.

მარიხუანა - Sputnik საქართველო
საქართველოში 100 გრამამდე ნედლი მარიხუანის შენახვა დასჯადი აღარ იქნება

მან აღნიშნა, რომ პარტია „გირჩის“ ქმედება მიმართულია იმაზე, რომ აჩვენოს, რა იოლია საქართველოში „სერიოზული“ ნარკოტიკების ყიდვა.

ჯაფარიძის მიერ „ბიოს“ ყიდვის ამსახველი ვიდეორგოლი პარტიამ Facebook–ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.

ვიდეორგოლში როგორც ჩანს, მიმოწერა ერთ–ერთი პროგრამის ჩატში რუსულ ენაზე მიმდინარეობდა. ფული ჯაფარიძემ საგადასახადო ტერმინალით გადარიცხა და ქვითრების გადაგზავნის შემდეგ მიიღო მისამართი, სადაც ნარკოტიკების აღება შეეძლო. ნარკოტიკი მას ელოდებოდა გასაბერ ბუშტში, რომელიც ნაგვის ურნასთან იყო დადებული თბილისის ერთ–ერთ სასაფლაოზე.

სამართალდამცველებმა ინფორმაციის მიღების მიზნით, ზურაბ ჯაფარიძე განყოფილებაში წაიყვანეს. რამდენიმე საათიანი საუბრის შემდეგ ის გამოუშვეს.

ჯაფარიძემ პოლიციას ჩვენებები მისცა. მის მიმართ უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ნარკოტიკული საშუალების უკანონო დათესვის, მოყვანის საქმეზე.

საქართველოში „ბიო“ ნარკოტიკი 2013 წელს აიკრძალა. მისი შეძენა, შენახვა, წარმოება, გადაზიდვა, დამზადება ხუთიდან რვა წლამდე პატიმრობით ისჯება. რეალიზების შემთხვევაში სასჯელი 11 წლამდე იზრდება.

ყველა ახალი ამბავი
0