თბილისში ნაქურდალი ტელეფონებით ვაჭრობა აღკვეთეს

გამოწერა
თბილისის ცენტრში, სავაჭრო ცენტრ „პასაჟთან“ რვა ადამიანის დაკითხვის შემდეგ მათ მოპარული ტელეფონები თავად ჩააბარეს.

თბილისი, 24 თებერვალი — Sputnik. პოლიციელებმა მოპარული 14 მობილური ტელეფონი და ერთი ფოტოაპარატი იპოვეს — ისინი სავაჭრო ცენტრთან „პასაჟი 2000“ იყიდებოდა, აღნიშნულია საქართველოს შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიცია ადგილზე მას შემდეგ გავიდა, რაც ინფორმაცია მიიღო იმის თაობაზე, რომ სავაჭრო ცენტრთან მოპარული ტელეფონებით ვაჭრობდნენ. მათ დაკითხეს რვა ადამიანი, რომლებმაც, შედეგად, ნებაყოფლობით ჩააბარეს iPhone, Samsung, HTC, Nokia, Lenovo და Huawei-ს ბრენდების 14 ტელეფონი და Pentax-ის მარკის ფოტოაპარატი.

გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის მუხლით „წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობა, ნივთის შეძენა, ფლობა ან გასაღება“, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 180-დან 200 საათამდე, ან გამოსასწორებელი სამუშაოებით ერთ წლამდე ვადით, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

ყველა ახალი ამბავი
0