ტელეწამყვან მაია ასათიანის ქალიშვილი კომაშია

წვეთოვანი
წვეთოვანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტელეწამყვანი მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საავადმყოფოში მოხვდა საფრანგეთში, სადაც სწავლობს.

თბილისი, 23 თებერვალი — Sputnik. ტელეკომპანია Rustavi 2-ის ცნობილი ჟურნალისტისა და გადაცემა „პროფილის“ წამყვანის მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში კომაში იმყოფება, აცნობა „Sputnik–საქართველოს“ წყარომ.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, 18 წლის ნუცა მახვილაძის მდგომარეობა ვირუსული მენინგიტის გამო გაუარესდა.

ასათიანი საფრანგეთში შვილთან უკვე გაფრინდა. ნუცა მახვილაძე საფრანგეთში სწავლობს.

კომენტარი გააკეთა „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.

„ახლა ჩვენთვის, „რუსთავი 2“-ის თანამშრომლებისთვის მთავარი გასაჭირი ჩვენი მაიკო ასათიანის გასაჭირია! ყველანი შენ გვერდით ვართ, მაია! გვიყვარხარ და ყველაფერს გავაკეთებთ შენი ნუცას გადასარჩენად!“ — დაწერა გვარამიამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

ყველა ახალი ამბავი
0