საქართველოს შსს-მ ოპოზიციონერის შვილს ცრუ ჩვენებების მიცემაში დასდო ბრალი

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს შსს ამტკიცებს, რომ პოლიციის სამმართველოს უფროსს ავთანდილ გალდავას ოპოზიციონერის შვილი სამმართველოს შენობაში ძალით არ შეუყვანია.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატის შვილის გიორგი დავითაძის ბრალდება იმის თაობაზე, რომ ის პოლიციის შენობაში ძალით შეიყვანეს.

როგორც მანამდე საკრებულოს დეპუტატმა პარტია „ეროვნული ფორუმიდან“ ავთანდილ დავითაძემ განაცხადა, მისი ვაჟი პოლიციის სამმართველოში მეგობრის მხარდასაჭერად წავიდა, რომელიც თბილისის ერთ-ერთ კაფეში ჩხუბის საქმეზე ჩვენების მისაცემად დაიბარეს.

„როგორც შსს-ს გენერალურ ინსპექციას გ.დ.-მ ოდნავ მოგვიანებით განუცხადა (აღნიშნული დაფიქსირებულია გასაუბრების შესახებ ოქმში და ხელმოწერილია მის მიერ), ვაკე-საბურთალოს სამმართველოს უფროსმა ავთანდილ გალდავამ მას პოლიციის შენობაში გაყოლა მოსთხოვა. გ.დ.-ს თქმით, ამასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა მის მეგობარს — ლ.ტ.-ს, რის შემდეგაც ავთანდილ გალდავამ ამ უკანასკნელს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და თავად იგი იძულებით შეიყვანა პოლიციის შენობაში“, — აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

იქვე ნათქვამია, რომ პოლიციის სამმართველოს შიდა და გარე პერიმეტრზე დამონტაჟებული ვიდეოკამერების სრული ჩანაწერის თანახმად, ჩვენებების ეს ნაწილი სინამდვილეს არ შეესაბამება.

შსს ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს ჩვენების იმ ნაწილზე, რომლის თანახმად, გალდავამ დავითაძე თავის კაბინეტში სცემა. სამინისტროს განცხადებაში მხოლოდ ნათქვამია, რომ დავითაძემ პოლიციის შენობაში 14 წუთი დაჰყო. შენობიდან გამოსვლის დროს მას დაზიანებების კვალი არ აღენიშნებოდა.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
ოპოზიციონერმა შსს-ს ჩინოვნიკი თავისი შვილის ცემაში დაადანაშაულა

როდესაც დავითაძე პოლიციის სამმართველოს შენობიდან გამოვიდა, შეხვდა თავის ადვოკატს, რომელსაც მოელაპარაკა და ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დახმარების გამოძახება გადაწყვიტა. მან განაცხადა, რომ გალდავამ სცემა.

ექიმებს დავითაძემ მუცლის არეში ტკივილის შესახებ შესჩივლა და ჰოსპიტალიზება მოითხოვა. ის ელიზაბეტ ბექველის ჰოსპიტალში გადაიყვანეს. მოგვიანებით ექიმმა კახა ნურალიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ დავითაძეს მუცელზე დაზიანება აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, გიორგი დავითაძე არაერთხელაა ნასამართლევი, მათ შორის ყაჩაღობის, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით ხულიგნობისა და სხვა ქვეყნის მოქალაქის ცემისთვის. ამჟამად დავითაძეს პირობითი სასჯელი აქვს მისჯილი.

ყველა ახალი ამბავი
0