საქართველოში „ყაზბეგის“ გავლით კონტრაბანდული ხიზილალა შემოიტანეს

© photo: Sputnik / Evgeny Biatov / გადასვლა მედიაბანკშიწითელი ხიზილალა
წითელი ხიზილალა - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქეს, რომელმაც რუსეთიდან ხიზილალა კონტრაბანდული გზით შემოიტანა, 5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კონტრაბანდული ორაგულის ხიზილალა აღმოაჩინა ავტომობილში, რომელიც რუსეთიდან საქართველოში საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით შემოვიდა.

ოქროს სამკაულები საარქივო ფოტო - Sputnik საქართველო
სამი ქვეყნიდან საქართველოში ოქროს უკანონო შემოტანის მცდელობა აღკვეთეს

საქართველოს მოქალაქემ საქართველო-რუსეთის საზღვარი გადმოკვეთა ავტომობილით Mitsubishi PAJERO. ხიზილალა ავტომობილის სამალავში იყო მოთავსებული, აღნიშნულია საგამოძიებო სამსახურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

კონტრაბანდული საქონელი ნივთმტკიცების სახით ამოღებულია.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „საქართველოს საბაჟო საზღვარზე დიდი ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანა ან გადმოტანა, ჩადენილი საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად, დოკუმენტის ან საბაჟო იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით, დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით“, რაც ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.

ყველა ახალი ამბავი
0