ერევანში, სასტუმროს ნომერში ქართველი გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Arpi Beglaryanერევანი
ერევანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში ეროვნებით ქართველი რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. ერევანში ქართული წარმოშობის რუსეთის მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზია“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

სომხური საინფორმაციო საშუალებების მონაცემებით, 24 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ერევნის ერთ-ერთ სასტუმროში 11 თებერვალს იპოვეს. პრესაში წერდნენ, რომ ის საქართველოს მოქალაქეა.

„ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია სომხეთში საქართველოს საელჩოში. ჩვენი მონაცემებით, სასტუმროში აღმოჩენილი ახალგაზრდა ეთნიკურად ქართველია, თუმცა ის რუსეთის მოქალაქეა“, — განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა.

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულს მაჯებზე ჭრილობები აღენიშნება, ხოლო კისერზე სკოტჩი აქვს შემოხვეული, ამიტომ გამომძიებლები სუიციდის გარდა სხვა ვერსიასაც არ გამორიცხავენ.

ყველა ახალი ამბავი
0