თბილისში სამი სახლი დაიწვა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსახანძრო მანქანა
სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის გამომწვევი მიზეზი გაუმართავი ელექტროსისტემა გახდა.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. თბილისში, სანავარდოს ქუჩაზე სამი სახლი დაიწვა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

შემთხვევა დღეს მოხდა. სახლის მფლობელებმა საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენა ვერ მოახერხეს.

შემთხვევის ადგილზე დაზარალებულებს რაიონის გამგებელი შეხვდა და დახმარება აღუთქვა.

სახანძრო მანქანა - Sputnik საქართველო
ხანძარი აღმაშენებლის გამზირზე

„გამგეობა საკუთარი სოციალური პროგრამის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების ფარგლებში დაეხმარება დაზარალებულებს. იქნება ეს ფულადი დახმარება, სამშენებლო მასალები თუ სახლის რეაბილიტაცია“, – განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა გიორგი ჩაკვეტაძემ.

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ამ დროისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია.

ყველა ახალი ამბავი
0