მარიხუანა

მარიხუანა "გირჩის" ოფისში: სამართალდამცავები ჩხრეკას ატარებენ

47
(განახლებულია 14:14 11.01.2017)
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ოპოზიციური პარტია "ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩის" ოფისში სასამართლოს მიერ გაცემული ჩხრეკის ნებართვით გამოცხადდნენ.

თბილისი, 11 იანვარი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თბილისში "ახალი პოლიტიკური ცენტრი — გირჩის" ოფისში შევიდნენ, სადაც ახალი წლის ღამეს ოპოზიციონერებმა მარიხუანა დათესეს, იუწყება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

პარტია "გირჩი" მარიხუანის მოხმარებისა და მისი მოყვანის სრულ ლეგალიზაციას მოითხოვს. ამ საკითხისადმი ყურადღების მიქცევის მიზნით პარტიის ლიდერებმა ახალი წლის ღამეს ოფისში მარიხუანა დათესეს.

"იდეაში ასეთი ღონისძიებები მათ (პოლიციას) 31 დეკემბრის ღამეს ან 1 ან 2 იანვარს უნდა ჩაეტარებინათ. რატომ გადადეს არ ვიცი… ალბათ ამოიღებენ ქოთნებს და დაადგენენ, ნამდვილად არის თუ არა იქ მარიხუანა, ეს კი ნამდვილად ასეა. პრინციპში სხვა არაფერი არაა. ის, რაც გავაკეთეთ, საჯაროდ მოხდა და საზოგადოებამ ამის შესახებ იცის", — განაცხადა "გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა პარტიის წევრებს წარუდგინეს ჩხრეკის ნებართვის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის პირველი ნაწილით არის დაწყებული (ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა, მოყვანა ან კულტივირება).

"31 დეკემბრის საღამოს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქტი განვახორციელეთ. ჩვენი აზრით, მიზანდასახულად დავარღვიეთ სისხლის სამართლის კოდექსის 265-ე მუხლის მეორე ან მესამე ნაწილი, თუმცა მათ (პოლიციას) სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირველი ნაწილი უწერიათ. მაგრამ მე მითხრეს, რომ, როგორც წესი, საქმე აღიძვრება პირველი ნაწილით. ჩვენთვის ეს — ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლაა", — აღნიშნა ჯაფარიძემ.

47