რადიო „ჰერეთმა“ სუს-ი ელექტროენერგიის მოპარვაში დაადანაშაულა

© courtesy of Telasiელექტროსადგური
ელექტროსადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
რადიოს ხელმძღვანელი რამაზ სამხარაძე ამტკიცებს, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გადამცემი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კომპანიის მრიცხველზე იყო მიერთებული.

თბილისი, 11 იანვარი – Sputnik. რადიოსადგურ „ჰერეთის“ ხელმძღვანელობამ, რომელიც კახეთში მაუწყებლობს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ელექტროენერგიის მოპარვაში დაადანაშაულა, იუწყება რადიოსადგური.

რადიო „ჰერეთის“ მტკიცებით, სუს-ის გადამცემი აპარატურა დიდი ხნის განმავლობაში მიერთებული იყო კომპანიის მრიცხველზე ლაგოდეხში მდებარე ბაისუბნის ანძაზე. 

ალექსანდრე ტაბატაძე - Sputnik საქართველო
ალექსანდრე ტაბატაძე სუს-ის უფროსის მოადგილე გახდა

„ჩვენ ელექტროენერგიაზე საეჭვოდ გაზრდილი გადასახადი მოგვდიოდა. აღმოჩნდა, რომ სუს-ის გადამცემი დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ჩვენ მრიცხველზე იყო ჩართული. ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა არც ტელე-რადიოცენტრის ადმინისტრაციას, არც „კახეთის ელექტროდისტრიბუციას“, — განაცხადა სამაუწყებლო კომპანიის ხელმძღვანელმა რამაზ სამხარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, სუს-ის ზემოხსენებული გადამცემი მრიცხველიდან გამორთულია.

„ახლა ჩვენ ზარალს დავითვლით და შემდეგ სარჩელით სასამართლოს მივმართავთ“, — განაცხადა სამხარაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში რადიოსადგურის ბრალდებაზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.

ყველა ახალი ამბავი
0