საქართველოს ერთ-ერთ სოფელში მოზარდი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს

© photo: Sputnik / Alexander imedashviliსასწრაფო დახმარების მანქანა
სასწრაფო დახმარების მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დასავლეთ საქართველოში მოზარდი გოგონას გარდაცვალების გარემოებებს ექსპერტიზა დაადგენს.

თბილისი, 30 ნოემბერი— Sputnik. სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სოფელ კახათში მოზარდი გოგონას ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის გარდაცვალების დეტალები ჯერჯერობით დადგენილი არ არის, შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება საინფორმაციო სააგენტო "Новости-Грузия".

„მოზარდის სხეული გუშინ აღმოაჩინეს. მისი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად სხეული პროზექტურაშია გადასვენებული“, – განაცხადა სამინისტროს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია 115-ე მუხლით – „თვითმკვლელობამდე მიყვანა“, რაც თავისუფლების შეზღუდვით 3 წლამდე ვადით, ან თავისუფლების აღკვეთით 2-დან 4 წლამდე ისჯება.

მომხდარის სხვა დეტალების შესახებ ჯერ ცნობილი არ არის.

ყველა ახალი ამბავი
0