დაკავება

საქართველოში „ეკლესიის ქურდები“ დააპატიმრეს

27
(განახლებულია 20:48 18.08.2016)
დაკავებულებს ექვსიდან ათ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

თბილისი, 18აგვისტო– Sputnik. სოფელ უკანხადუს სალოცავიდან ვერცხლის ქურდობაში ორი ბრალდებული პოლიციამ დააკავა, ნათქვამია საქართველოს შსს საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ბოროტმოქმედებმა სალოცავიდან 79 ვერცხლის ნაკეთობა მოიპარეს, რომლებიც პოლიციამ ნივთმტკიცების სახით უკვე ამოიღო.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია მუხლით „დიდი ოდენობით ქურდობა“, რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ათ წლამდე ისჯება.


27