ოქროს ზოდები

მებაჟეებმა 19 კილოგრამამდე ოქროს ზოდები აღმოაჩინეს

34
(განახლებულია 17:26 18.08.2016)
მებაჟეებმა ოქრო ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. აზერბაიჯანის მოქალაქე საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდზე“ სხვადასხვა სინჯისა და წონის არადეკლარირებული, საერთო წონით 18.6 კილოგრამი ოქროს  ზოდების (19 ცალი) გადატანას ცდილობდა, აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ოქროს სხმულები ავტომობილის უკანა სავარძლის საზურგესა და საბარგულს შორის არსებულ სპეციალურ სამალავში  იქნა აღმოჩენილი. საქონლის საბაჟო ღირებულებამ  1 322 763 ლარი შეადგინა.

მებაჟე ოფიცრებმა ოქროს ზოდები რენტგენო-სკანერზე გაშუქებისა და დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადასცეს.

34