ნოდარ ჯავახიშვილი და გიორგი სეთურიძე

ნოდარ ჯავახიშვილი: საქართველოს სამხედრო გზის აღდგენა პრობლემატურია

46
ხელისუფლება, რომელიც ამ ეტაპზე გეოლოგების დასკვნას ელოდება, რათა ადგილზე სპეცტექნიკა და სპეციალისტები შეიყვანოს, გზის გახსნას ორ კვირაში ვარაუდობს.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. საქართველოს სამხედრო გზის აღდგენითი სამუშაოების დაწყება მხოლოდ მას შემდეგაა შესაძლებელი, რაც მდინარეები ამალი-დევდორაკი და თერგი კალაპოტებს დაუბრუნდება, განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა.

„გზის გახსნა ძალიან პრობლემატურია, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ დევდორაკში წყლის დონემ დაიკლო, მდინარე თერგში დონე კვლავ საკმაოდ მაღალია. და რაც ყველაზე მთავარია, მან დაკარგა საწყისი კალაპოტი“, — უთხრა ჯავახიშვილმა ჟურნალისტებს.

წინასწარი ინფორმაციით, მწყობრიდან გამოსულია სამხედრო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.

ხელისუფლება, რომელიც ამ ეტაპზე გეოლოგების დასკვნას ელოდება, რათა ადგილზე სპეცტექნიკა და სპეციალისტები შეიყვანოს, გზის გახსნას ორ კვირაში ვარაუდობს.

46
თემები:
საქართველოს სამხედრო გზა ღვარცოფის გამო დაიკეტა (18)