დარიალის ხეობა

ამალი-დევდორაკის ხეობაში ღვარცოფის მოვარდნის საფრთხე კვლავ არსებობს

84
(განახლებულია 12:31 25.06.2016)

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის დარიალის ხეობაში არ წვიმს, ამალი-დევდორაკის ხეობა მაინც რჩება მეწყერსაშიშ ზონად, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

სინოპტიკოსების თქმით, დღის განმავლობაში ნალექი კვლავ მოსალოდნელია, რასაც, როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ, შესაძლოა დევდორაკის მყინვარიდან ღვარცოფის მეორე ნაწილის ჩამოშლა მოჰყვეს.

ამ მომენტისთვის გეოლოგები ადგილზე აკვირდებიან ინერტული მასის ნაწილებს.

„მთავარი საკითხი ის არის, რომ სტიქიის ზონაში არცეთი სატრანსპორტო საშუალება, არცერთი მოქალაქე აღარ იმყოფება. თუკი რაიმე ტექნიკური საშუაალებაა საქართველოს ტერიტორიაზე, შემოდის რეგიონში“, — განუცხადა „იმედს“ გარემოს სააგენტოს თანამშრომელმა.

მისი თქმით, გარემოს სააგენტოს სპეციალისტები დევდორაკის მყინვარზე 24 საათიან მორიგეობას აწარმოებენ და სინოპტიკური სიტუაციის გართულების შემთხვევაში, ინფორმაციას შესაბამის უწყებებს მიაწვდიან.

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა, თუმცა მათი უშუალოდ სტიქიის ზონაში შეყვანა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

84