ხანძარი

ხანძარი თბილისში: დამწვარია მაღაზია „ბელას ტორტი“

84
ინციდენტისას არავინ დაშავებულა. ცეცხლმა გაანადგურა საცხობის ერთი ნაწილი.

თბილისი, 25 ივნისი — Sputnik. თბილისში, კანდელაკის ქუჩის №1-ში ხანძარი მოხდა, დამწვარია მაღაზია „ბელას ტორტი“, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

ცეცხლმა გაანადგურა საცხობის ერთი ნაწილი. ხანძრის გამო, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ შენობებს ერთი საათით შეუწყდათ ელექტრო და გაზმომარაგება.

წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი მაცივარს გაუჩნდა და აქედან გავრცელდა გაყიდვების განყოფილებაში.

მაღაზიის მენეჯერის თქმით, გამორიცხული არ არის, აალების მიზეზი ჩართული კონდინციონერიც ყოფილიყო.

„განადგურებულია, რაც იყო მაცივრებში… ახლა სიცხეები რომაა, ამის გამო სულ ჩართული მქონდა კონდინციონერი, რომ გადახურება არ მომხდარიყო“, — განაცხადა მენეჯერმა ნონა ბედიამ.

ხანძრის ლიკვიდაციაზე რამდენიმე სახანძრო მანქანა მუშაობდან და ცეცხლი საკმაოდ მოკლე დროში ჩააქრეს. ინციდენტისას არავინ დაშავებულა.

84