ბელორუსმა მესაზღვრეებმა ხუთი არალეგალი დააკავეს

გამოწერა
საქართველოს მოქალაქეები ცდილობდნენ ბელორუსიიდან ლიტვასა და პოლონეთში გადასვლას, რათა შემდეგ გერმანიაში მოხვედრილიყვნენ.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბელორუსმა მესაზღვრეებმა სასაზღვრო ზონაში წესების დარღვევისათვის 8 კაცი დააკავეს. მათგან ხუთი ქართველია კიდევ ტუნისისა და სირიის მოქალაქეები, იტყობინება Sputnik-ბელორუსი ქვეყნის სასაზღვრო უწყების პრესსამსახურზე დაყრდნობით. 

მესაზღვრეთა ინფორმაციით, ყველა დაკავებული ცდილობდა უკანონოდ გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი, რათა მოხვედრილიყო პოლონეთსა და გერმანიაში. 

„სმორგონელმა მესაზღვრეებმა  5 ივნისს  დასახლებულ პუნქტ პალუშივში — ბელორუს- ლიტვის საზღვრის მახლობლად დააკავეს საქართველოს მოქალაქე 2 ძმა, რომელთაც განაცხადეს, რომ აპირებდნენ გერმანიაში ჩასვლას და იქ საბოლოოდ დარჩენას“, — განაცხადეს სასაზღვრო უწყებაში.

ბელორუს-ლიტვის საზღვარი - Sputnik საქართველო
ბელორუსიის საზღვარზე დაკავებული ქართველები შესაძლოა დეპორტირებულ იქნენ
 

მათივე ინფორმაციით, ერთი დღით ადრე დასახლებულ პუნქტ რინკოვციში დააკავეს კიდევ სამი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც პოლონეთის საზღვრის გადაკვეთას გეგმავდნენ. 

გარედა ამისა, ბრესტის ოლქში მესაზღვრეებმა სამი საზღვრის დამრღვევი დააკავეს, რომლებიც პოლონეთში გადასვლას ცდილობდნენ. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ისინი სირიისა და ტუნისის მოქალაქეები არიან თუმცა პირადობის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტი თან არ ჰქონდათ. 


ყველა ახალი ამბავი
0