112

საქართველოში ერთ დღეში ორი ავტოავარია დასრულდა ლეტალურად

19
(განახლებულია 19:45 07.06.2016)
ერთ დღეში საგზაო სატრანსპორტო შემთხვევებში 3 ადამიანია დაღუპული.

თბილისი, 7 ივნისი– Sputnik. კახეთში  სოფელ პატარძეულთან სატვირთო ავტომობილისა და სამარშრუტო ტაქსის შეჯახების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა. ერთი ადგილზე დაიღუპა, მეორე — ჰოსპიტალიზაციის შემდეგ. სამარშრუტო ტაქსის სხვა მგზავრები არ დაშავებულან. მიმდინარეობს მომხდარის მიზეზების დადგენა.

ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე მუხლით „მოძრაობის უსაფრთხოების  ან ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევა, რომელმაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია“, რაც  ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება, უთხრეს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში საინფორმაციო სააგენტოს  "Новости-Грузия".

გარდა ამისა, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა ლეტალური დასასრულით თბილისშიც მოხდა. დედაქალაქის გარეუბანში, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ ქალაქთან“  ერთბაშად ხუთი ავტომობილი  შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. სისხლის სამართლი საქმე იგივე მუხლით არის აღძრული.

19