ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას  პატარა დელფინი დაიბადა

ბათუმის დელფინარიუმში შოუს მსვლელობისას პატარა დელფინი დაიბადა

43
ბათუმის დელფინარიუმის მკვიდრი დელფინი აფალინა შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ბათუმის დელფინარიუმის ვიზიტორები დღეს ერთ-ერთი ღირსსესანიშნაობის მომსწრე გახდნენ — დელფინების შოუს მსვლელობისას, დელფინ "მონიკას" შვილი შეეძინა. ინფორმაციას და ამ მოვლენის ამსახველ ფოტოს დელფინარიუმი facebook-ის თავის გვერდზე აქვეყნებს.

ბათუმის დელფინარიუმის ისტორიაში ეს უკვე მათთან დაბადებული მეოთხე დელფინია. 

“გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება", — ნათქვამია დელფინარიუმის მიერ გაკეთებულ განცხადებაში. 

დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები შეიტანეს შოუს პროგრამაში და შესაბამისად ქრონომეტრაჟშიც.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოვებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეოთხე დაფიქსირდა.

"ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ", — აცხადებენ დელგინარიუმში. 

 

43