წვიმა

გორი ძლიერი წვიმის შედეგად დაიტბორა

29
(განახლებულია 19:52 07.06.2016)
ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ნაწილს ელექტროენერგია არ მიეწოდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ, რომელიც ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა, ქალაქ გორის ქუჩები, მაღაზიები და მიწისქვეშა გადასასვლელები დატბორა.

ამ მომენტისთვის ადგილზე სამაშველო და კეთილმოწყობის სამსახურების წარმომადგენლები არიან მობილიზებული, ციტირებს სააგენტო „ნოვოსტი გრუზია“ გორის მუნიციპალიტეტის პრეს-სამსახურის თანამშრომლის სიტყვებს.

ძლიერმა წვიმამ პრობლემები შექმნა მოსახლეობისთვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხითაც. ამჟამად ელექტროენერგია ნახევარ ქალაქს არ მიეწოდება. ადგილობრივი მერიის თანამშრომლების განცხადებით, ელექტროენერგიის მიწოდება ქალაქში დღის განმავლობაში აღდგება.

ჯერჯერობით უცნობია წვიმის შედეგად მიღებული ზარალი.

29