პოლიციის შენობა

დაკავებული არიან დამნაშავეები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ბინებს ითვისებდნენ

31
(განახლებულია 16:15 07.06.2016)
ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრებს შორის სამი ქალბატონია.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. საქართველოს შსს–ს თანამშრომლებმა თაღლითობასა და ყალბი საბუთების დამზადებაში ბრალდებული სამი დამნაშავე დააკავეს, ორი კი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს.

დამნაშავეთა დაჯგუფების წევრებმა სხვადასხვა დროს ოფიციალური სანოტარო აქტების გაყალბების შედეგად 4 მოქალაქის კუთვნილ 6 ბინასა და მიწის ნაკვეთზე ქონებრივი უფლებები თაღლითურად მოიპოვეს, ნათქვამია შსს–ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ მოქალაქეებს დანაშაულებრივი ჯგუფის მოქმედებების შედეგად 2 130 110 ლარის ზარალი მიადგათ.

დაკავებული არიან: 1968 წელს დაბადებული თამარ წ., 1980 წელს დაბადებული ლაშა ა. და 1987 წელს დაბადებული ირაკლი კ., ხოლო 1950 წელს დაბადებული ელენე ქ. და 1997 წელს დაბადებული თეო ნ. სისხლის სამართლის პასუხისგებაში არიან მიცემული.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 25-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“, „გ“ და მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით, სსკ-ის 362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და სსკ-ის 25-362-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

აღნიშნული დანაშაული ისჯება ჯარიმით, სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით, ან შვიდიდან ათ წლამდე პატიმრობით.

31