სეტყვამ კვლავ დააზიანა მოსავალი საქართველოში

© Flickr/ DMსეტყვა
სეტყვა - Sputnik საქართველო
გამოწერა
განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბოდბეში, სადაც სეტყვამ ვენახების თითქმის 100% გაანადგურა. გარდა ამისა დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ კახეთის კიდევ 2 სოფელი დააზარალა. ბოდბესა და მაღაროში ამ დროისთვის მძიმე დგომარეობაა და მოსახლეობა დახმარებას ითხოვს, იტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი 2".

განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ ბოდბეში, სადაც სეტყვამ ვენახების თითქმის 100% გაანადგურა. გარდა ამისა დაზიანებულია ხორბლის ნათესები, სასოფლო-სამეურნეო ნარგავები, ბოსტნეული და სხვადასხვა სახის კულტურები.

სეტყვა - Sputnik საქართველო
სეტყვამ კახეთის ვენახები გაანადგურა

რაც შეეხება სოფელ მარაღოს, იქ ძლიერ წვიმას და სეტყვას ქარიშხალიც დაემატა და მეურნეობის ტერიტორიაზე რამდენიმეწლოვანი ნაძვები დაამტვრია.

ორივე სოფლის მოსახლეობა სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვს. მათი თქმით გლეხებს ბანკიდან სესხი აქვთ აღებული და სტიქიის შედეგეად მიყენებული ზარალი კრედიტების გადახდის ერთადერთ საშუალებას უკარგავს. ვალის რესტრუქტურიზაციასთან ერთად ისინი კომპენსაციასაც ითხოვენ.

ზარალის შემსწავლელი კომისია მუშაობას ვერ იწყებს, რადგან ამ დრომდე შემთხვევის ადგილზე მისვლა უამინდობის გამო ვერ ხერხდება.

ყველა ახალი ამბავი
0