ქარბუქის გამო საქართველოს სამხედრო გზა დაკეტილია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსატვირთო ავტომანქანები დარიალის ხეობაში სრუსეთ-საქართველოს საზღვართან
სატვირთო ავტომანქანები დარიალის ხეობაში სრუსეთ-საქართველოს საზღვართან - Sputnik საქართველო
გამოწერა
უამინდობის გამო, საქართველოს სამხედრო გზის სხვადასხვა მონაკვეთზე ტრანსპორტის გადაადგილების სხვადასხვა რეჟიმი მოქმედებს.

თბილისი, 29 მარტი — Sputnik. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო საქართველო-რუსეთის საზღვრისკენ მიმავალი გზა დაკეტილია, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამავე გზის 134-135-ეკილომეტრ (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას  იკრძალება მათი გაჩერება.

ყვავილების მდელო - Sputnik საქართველო
აპრილის თვის დასაწყისში დათბება

ამავე გზის არაგვისპირი-გუდაური-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი მანქანებისა და 30-ზე მეტი ადგილის მქონე ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახეობის ტრანსპორტისთვის მოძრაობა თავისუფალია.

რთული მეტეოროლოგიური პირობების — ძლიერი ქარბუქის, თოვისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა–ნინოწმინდის საავტომობილო გზის საუღელტეხილო მონაკვეთზე 94–110-ე კმ, ყველა სახის ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  აკრძალულია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0