სამების ტაძარი

სამების ტაძარში ხანძარი ლიკვიდირებულია

91
მეხანძრეები ოთხი საათის განმავლობაში ცდილობდნენ სამების პირველ სართულზე განთავსებულ ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრში ცეცხლის ჩაქრობას. მუშაობას ართულებდა ქარიანი ამინდი და ის ფაქტი, რომ აალების კერა რთულად მისადგომ ადგილას მდებარეობდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. ხანძარი სამების საკათედრო ტაძარში ლიკვიდირებულია, — განაცხადა საგანგებო სიტუაციათა მართვის სააგენტოს დირექტორმა ზვიად კაცაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2–ის“ ეთერში.

აალება ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში მოხდა, სადაც საქველმოქმედო დანიშნულების წიგნები, საკანცელარიო საქონელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.

ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა რამდენიმე სტიქაროსანი. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

სამების ტაძარში ხანძარი შესაძლოა გაუმართავი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა, ვინაიდან თვითმხილველების თქმით, აალებამდე ტაძარში შუქი გამოირთო.