სამების ტაძარში ხანძარი შესაძლოა გაუმართავი ელექტროგაყვანილობის შედეგად გაჩნდა

© photo: Sputnik / Denis Aslanovხანძარი სამების ტაძარში
ხანძარი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხანძრის ჩაქრობა აქამდე ვერ ხერხდება, ვინაიდან ცეცხლის კერა მიუდგომელ ადგილზეა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. სამების ტაძარში ხანძარი შესაძლოა გაუმართავი ელექტროგაყვანილობიდან გაჩნდა, ვინაიდან აალებამდე ტაძარში შუქი გამოირთო, — გვატყობინებს Sputnik–ის კორესპონდენტი ადგილიდან.

მეხანძრეები უკვე ოთხი საათია ცდილობენ ხანძრის ცაქრობას ტაძრის პირველ სართულზე, სადაც ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრი მდებარეობს. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია, მაგრამ მისი ჩაქრობა ვერ ხერხდება, ვინაიდან ცეცხლის კერა რთულად მისადგომ ადგილზეა.

ხანძარი სამების ტაძარში - Sputnik საქართველო
სამების ტაძარში ხანძარი ლოკალიზებულია

ტაძარში მივიდა ქალაქის მერი დავით ნარმანიაც.

„შუქი ჩაქრა და ტაძარში ბოლი ავარდა“, — უთხრა ჟურნალისტებს მამა იოანემ (მჭედლიშვილი).

„ტაძარში  შუქი მოულოდნელად ჩაქრა, უცბად ვერავინ გაერკვა, რა მიზეზით, იმიტომ რომ ეს ძალიან იშვითად ხდება. როცა მიზეზის გარკვევა დავიწყეთ, რამდენიმე აღელვებულმა ადამიანმა თქვა, რომ ტაძრის ქვედა ნაწილი — ახალგაზრდული ცენტრი იწოდა და მეხანძრეები გამოვიძახეთ“, — თქვა მამა თეიმურაზმა.

ხანძარი სამებაში - Sputnik საქართველო
სამების ტაძარში ხანძარია

ოფიციალური პირები ჯერჯერობით თავს იკავებენ ხანძრის მიზეზებზე საუბრისგან. ასევე არ არსებობს ინფორმაცია ზარალის თაობაზე.

აალება ახალგაზრდულ–საგანმანათლებლო ცენტრის სათავსოში მოხდა, სადაც საქველმოქმედო დანიშნულების წიგნები, საკანცელარიო საქონელი, ტანსაცმელი და სხვა ნივთები ინახებოდა.

აალების მომენტში ტაძარში ბევრი ხალხი იყო — ერთი საათით ადრე იქ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ წირვა ჩაატარა.

ცნობილია, რომ უმნიშვნელოდ დაშავდა რამდენიმე სტიქაროსანი. ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა.

ყველა ახალი ამბავი
0