ტერაქტი სტამბოლში

თურქეთის შსს: სტამბულის ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტმა მოაწყო

7
(განახლებულია 21:43 20.03.2016)
თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა მისი ნათესავების დნმ–მასალებზე ტესტის ჩატარების შედეგად დადგინდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ეფქან ალამ დაადასტურა, რომ სტამბულში ტერაქტი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრმა მეჰმეთ ოთზიურქმა მოაწყო.

„თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობა დადგენილია. ეს, როგორც ჩვენ მიგვაჩნია, „ისლამურ სახელმწიფოსთან“ დაკავშირებული 1992 წელს დაბადებული მეჰმეთ ოთზიურქია. მანამდე ის არ ყოფილა პოლიციაში აღრიცხვაზე. დგინდება მისი კავშირები. ტერაქტში ეჭვმიტანილი ხუთი პირი უკვე დაკავებულია“, — განაცხადა მინისტრმა.

შაბათს სტამბულის ცენტრში, ისთიქლიალის ქუჩაზე თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა. ხელისუფლება ხუთი დაღუპულისა და 36 დაშავებულის თაობაზე იუწყება. აღნიშნულ ქუჩაზე, რომელიც ტურისტთა თავშეყრის ადგილია, ასევე მდებარეობს სხვადასხვა სახელმწიფოთა დიპლომატიური მისიები.

ტერაქტში საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან. „სტამბულის გუბერნიაში საგანგებო შტაბია გახსნილი. ჩვენთან დაშავებულებსა და დაღუპულებზე ინფორმაცია, საბედნიეროდ, არ შემოსულა“, — განაცხადა საქართველოს კონსულმა სტამბულში ირაკლი ასაშვილმა.

7