ხანძარი სამებაში

სამების ტაძარში ხანძარია

42
(განახლებულია 15:32 20.03.2016)
ამ დროისათვის შემთხვევის ადგილზე 10 სახანძრო მანქანა მუშაობს. ტაძრიდან უკვე გამოიყვანეს ხალხი. ცეცხლი ჯერ არ არის ჩამქრალი.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. წმიდა სამების სახელობის საკათედრო ტაძარში მეხანძრეები ცეცხლს ებრძვიან, — იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

ამ დროისათვის ადგილზე ათი სახანძრო ბრიგადა მუშაობს. ძლიერი კვამლია ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში.

ადამიანები უკვე გამოიყვანეს ტაძრიდან. ცეცხლის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

დაშავებულებსა და ცეცხლის გაჩენის მიზეზებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

42