დონის როსტოვში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო–სამაშველო სამუშაოები დასრულდა

© МЧС РФავიაკატასტროფა როსტოვში
ავიაკატასტროფა როსტოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დონის როსტოვში ჩამოვარდნილი Boeing 737-800–ის კატასტროფის ადგილზე, რომელშიც 62 ადამიანი დაიღუპა, სამძებრო–სამაშველო სამუშაოები დასრულდა.

თბილისი, 20 მარტი — Sputnik. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა მინისტრის მოადგილის, ვლადიმირ სტეპანოვის განცხადებით დონის როსტოვში ავიაკატასტროფის ადგილზე სამძებრო–სამაშველო სამუშაოები დილის 9 დასრულდა.

დონის როსტოვის საერთაშორისო აეროპორტი - Sputnik საქართველო
დონის როსტოვში თვითმფრინავი Boeing 737-800 ჩამოვარდა, დაიღუპა 62 ადამიანი

მანამდე საგანგებო სამსახური იუწყებოდა, რომ მაშველებმა განმეორებით შეამოწმეს ტრაგედიის ადგილი დაღუპულთა ცხედრების ფრაგმენტებისა და მათი პირადი ნივთების მოძიების მიზნით, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს გამოძიებას. სამუშაოები 11 ათას კვ/კმ–ზე მიმდინარეობდა და მასში 700 მაშველი იყო ჩართული.

შეგახსენებთ: დუბაიდან მომავალი სამგზავრო თვითმფრინავი Boeing 737-800 დონის როსტოვში წუხელ ჩამოვარდა. რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს მონაცემებით, ლაინერის ბორტზე 55 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი იმყოფებოდა. ყველა მათგანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0