პუშკინის ქუჩაზე საყრდენი კედელი ჩამოინგრა

კედლის ჩამონგრევის გამო თბილისის ცენტრში მოძრაობა შეზღუდულია

10
(განახლებულია 20:30 15.03.2016)
საყრდენი კედლის ჩამონგრევა სამშენებლო ნორმების დარღვევის გამო მოხდა. სატრანსპორტო მოძრაობა ოთხშაბათს აღდგება.

თბილისი, 15 მარტი  - Sputnik. პუშკინის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეზღუდულია,  იტყობინება თბილისის მერია.  შეზღუდვა ორშაბათს,  ღამის საათებში  გზის საყრდენი კედლის ჩამონგრევამ გამოიწვია. 

ჩატარებული შემოწმებით დადგინდა, რომ კედელი რამდენიმე წლის წინ სამშენებლო ნორმების დარღვევით აიგო, კერძოდ, კედელს არ ჰქონდა შესაბამისი საძირკველი, რაც მოკლე დროში მისი ჩამონგრევის მიზეზი გახდა. 

კედლის ჩამონგრევისას სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა, შესაბამისად, არავინ დაშავებულა. 

 

„ამ დროისათვის კედლის დემონტაჟი და გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. საავტომობილო მოძრაობა პუშკინის ქუჩაზე ხვალ აღდგება“, — იტყობინება მერია.


10