დაკავება

შსს-მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო

11
(განახლებულია 21:05 15.03.2016)
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 9,3512 გ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს.

თბილისი, 15 მარტი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში 1977  წელს დაბადებული ბაირამ ე. ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა-გადაზიდვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.

„სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას 12 შეკვრად დაფასოებული 9,3512 გ ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს, რომელიც, ექსპერტიზის დასკვნით, ჰეროინს შეიცავს“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ცნობაში. 

ნარკოლოგიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებისას ბაირამ ე. მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და გადაზიდვის ფაქტზე მიმდინარეობს.

11