დაკავება

ინტიმური ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების გამო ორი პიროვნება დააკავეს

108
(განახლებულია 16:03 15.03.2016)
უცნობმა პირმა Youtube-ზე სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერები გამოაქვეყნა, რომლებშიც მონაწილეთა სახე დაფარულია. ის დაიმუქრა, რომ მალე კიდევ რამდენიმე ვიდეოს გამოაქვეყნებდა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ინტერნეტში სექსუალური ხასიათის ვიდეოჩანაწერის გავრცელების ფაქტზე, რომელშიც ქართველი პოლიტიკოსები ფიგურირებენ, საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა შსს-ს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ერთ-ერთი ქვედანაყოფის  ყოფილი უფროსი ზურაბ ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხალაძე დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია "იმედი"

Youtube-ზე უკვე ორჯერ გამოჩნდა ვიდეოჩანაწერი, რომლებშიც ქართველი პოლიტიკოსები მონაწილეობენ. პირველ ჩანაწერში, რომელიც 11 მარტს გამოქვეყნდა, მითითებული იყო ვიდეოზე აღბეჭდილი პოლიტიკოსის ვინაობა, თუმცა ორშაბათს ავტორმა პოლიტიკოსის ვინაობა აღარ მიუთითა, ხოლო სექსით დაკავებული ადამიანების სახეები დაფარა. ის ასევე დაიმუქრა, რომ მალე კიდევ გამოაქვეყნებს ვიდეოს ქართველი მაღალჩინოსნებისა და პოპულარული ჟურნალისტის მონაწილეობით.

ჯამალაშვილის ბინიდან ამოღებულია კომპიუტერი, მობილური ტელეფონები და სხვა ნივთები, იუწყება "იმედი".

ტელეკომპანიამ დააზუსტა, რომ ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ქართველი ჰაკერის ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააპატიმრეს და შემდეგ გირაოთი გაათავისუფლეს.

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის მუხლით „პირადი ან ოჯახური საიდუმლოს, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა“.

108
თემები:
სექს-სკანდალი საქართველოში (24)