მოსკოვი-ერევანის რეისის მგზავრს სხეულით ნარკოტიკები გადაჰქონდა

CC0 / Pixabay / eliasfalla / ნარკოტიკი
ნარკოტიკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიარეისის მოსკოვი-ერევანი 52 წლის მგზავრის ვარდან გალაჯიანის დათვალიერება პოლიციამ მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მოახდინა.

თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. მამაკაცი, რომელსაც თავის სხეულში ნარკოტიკები გადაჰქონდა, ერევანში, აეროპორტ „ზვარტნოცის“ ტერიტორიაზე დააკავეს, იტყობინება Sputnik-სომხეთი ხუთშაბათს, პოლიციის ვებ-გვერდზე დაყრდნობით. 

52 წლის ვარდან გალაჯიანი პროქტოლოგიურ გამოკვლევას დაუქვემდებარეს, რის შედეგადაც, პაკეტში შეფითული ფხვნილისებრი მასა იქნა ამოღებული.

ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ აღმოჩენილი ფხვნილი სინთეტიური ნარკოტიკი „მეტადონია“.  გალაჯიანმა აღიარა, რომ ნარკოტიკი მოსკოვში შეიძინა, შეფუთა და შეინახა სომხეთში ტრანსპორტირებისათვის. 

ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე კონტრაბანდის ნიშნებით, რეალიზაციის მიზნების გარეშე, ნარკოტიკებისა და ფსიქოტროპული საშუალებების უკანონო ბრუნვის მუხლით.


ყველა ახალი ამბავი
0