ბელორუსიის საზღვარზე დაკავებული ქართველები შესაძლოა დეპორტირებულ იქნენ

© photo: Sputnik / Василий Семашкоბელორუს-ლიტვის საზღვარი
ბელორუს-ლიტვის საზღვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექიმებმა უკვე იზრუნეს ბელორუსიის საზღვარზე დაკავებული ქართული ოჯახების ბავშვებზე და მათ აუცილებელი დახმარება აღმოუჩინეს.

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ხუთშაბათს ბელორუსიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქეები პოლონეთში აპირებდნენ გადასვლას, ლტოლვილთა სტატუსის მისაღებად, იტყობონება Sputnik-ბელორუსი,  ბელორუსის საზღვრის დაცვის სახელმწიფო კომიტეტის პრესმდივანზე ალექსანდრ ტიშჩენკოზე დაყრდნობით. 

მიგრანტები — ორი ქართული ოჯახი თბილისიდან, აპირებდნენ უკანონოდ გადაეკვეთათ ბელორუსია-ლიტვის საზღვარი 11 თებერვლის ღამეს. მათ თან ჰქონდათ პირადი ნივთები, პროდუქტები, 100 ევრო და მობილური ტელეფონები.

„საით მიდიან დღეს ქართველები „მწვანე ზონის“ გავლით? იმისათვის რომ ლტოლვილის სტატუსი მიიღონ ევროკავშირში. ეს უკვე მრავალი წელია ასეა“,  - უთხრა Sputnik-ს ტიშჩენკომ. 

მისი თქმით პოლონეთმა ოდესღაც მიიწვია ქართველი მიგრანტები და მას მერე „ტალღა წავიდა“.

ჭაობი ზამთარში - Sputnik საქართველო
ქართველი არალეგალები ევროკავშირში გადასვლას ცდილობდნენ
 

საზღვრის დამრღვევთა ბედი მოგვიანებით გადაწყდება. „გათვალისწინებულია დეპორტაციაც, ჩვენ მკაცრ ზომებს ვიღებთ საზღვრის დამრღვევთა მიმართ“, — აღნიშნა მან. 

ტიშჩენკომ ასევე დააზუსტა, რომ ყველა დაკავებული, მათ შორის სამი ბავშვი ნორმალურ პირობებში იმყოფება და მათ უკვე გაუწიეს სამედიცინო დახმარება. 

„დახმარება ერთია, მაგრამ კანონი — კანონია“ — თქვა სასაზღვრო უწყების წარმომადგენელმა. 

თავის მხრივ სააგენტოს საქართველოს საელჩოში ბელორუსიაში განუცხადეს, რომ მათთვის ჯერ არავის უცნობებია ბელორუსის საზღვარზე  ქართველი ოჯახების დაკავების თაობაზე

კითხვაზე რა ზომებს მიიღებს საელჩო თუ მათ ბელორუსის სასაზღვრო უწყება მიმართავს, საელჩომ უპასუხა,  რომ იმოქმედებს ბელორუსისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 


ყველა ახალი ამბავი
0