გემი ზღვაში, არქივის ფოტო

MT Leon Dias-ის გატაცებულ მეზღვაურებს შორის, ერთი საქართველოს მოქალაქეა

8
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში არ იციან გატაცებული მეზღვაურების არც ზუსტი ადგილსამყოფელი და არც მათი გატაცების მიზანი

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. ბერძნულ ტანკერ  Leon Dias-იდან  გატაცებული ხუთი მეზღვაურიდან, მხოლოდ ერთი მათგანი არის საქართველოს მოქალაქე, უთხრა ჟურნალისტებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ. 

ტანკერი MT Leon Dias, რომელიც ბერძნულ კომპანიას ეკუთვნის, ბოევიკებმა გასულ კვირას გაიტაცეს. წინასწარი მონაცემებით, ქართველი მეზღვაური, ასევე რუსეთისა და ფილიპინების მოქალაქეები გამტაცებლებს მძევლად ჰყავთ ფულის გამოძალვის მიზნით. 

ერთი მეზღვაური, საქართველოს მოქალაქე, სხვა ქვეყნების 4 მოქალაქესთან ერთად, გატაცებული იყო მაგრამ ზუსტი ადგილსამყოფელი ჩვენთვის უცნობია, ეს ინფორმაცია ზუსტდება. წინასწარი მონაცემებით, მიზეზი შეიძლება იყოს გამოსასყიდი ან პოლიტიკური მოთხოვნა, თუმცა ამ ეტაპზე არ შეგვიძლია ვთქვათ, რასთან გვაქვს საქმე“ — განაცხადა ახალაძემ. 

ამავე დროს, ქართული მედია ამტკიცებს, რომ 5 ადამიანი ტანკერ MT Leon Dias — ის ნიგერიის წყლებში გატაცების შემდეგ იქნა აყვანილი იანვრის ბოლოს და მცურავი საშუალება ამ დროისათვის ბენინის ნაპირებზეა. 


8