ნიკა ჩიტაძე „საქართვლოში უსაფრთხოების ზომების გაძლიერება აუცილებელი იყო“

© photo: courtesy of Nika Chitadzeნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, ექსპერტი
ნიკა ჩიტაძე, პოლიტოლოგი, ექსპერტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნიკა ჩიტაძის თქმით, ისლამური სახელმწიფოს „კავკასიის იმარატთან“ კავშირს ისიც ემატება, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბევრი მოქალაქე იბრძვის.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. პარიზში მომხდარი ტერაქტის შემდეგ საქართველოში უსაფრთხოების ზომების გამმკაცრება  საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობიდან და დასავლური ორიენტაციიდან გამომდინარე აუცილებელი ნაბიჯი იყო, მიაჩნია პოლიტოლოგ ნიკა ჩიტაძეს.

„ საქართველო  არის ნატო–ს და ევროკავშირის პარტნიორი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობს სამშვიდობო მისიებში  და  ამავე დროს ესაზღვრება ჩრდილოეთ კავკასიას, რომელთანაც  ე. წ. „ისლამურ სახელმწოფოს“ თავისი კავშირები გააჩნია.“–განაცხადა ნიკა ჩიტაძემ. 

ნიკა ჩიტაძის თქმით, ისლამური სახელმწიფოს „კავკასიის იმარატთან“ კავშირს ისიც ემატება, რომ საქართველოდან „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში ბევრი მოქალაქე იბრძვის.  

„ამიტომაც არის მნიშვენელოვანია საქართველოს სახელმწიფოს უსაფრთხოების გაძლიერება.“–აღნიშნა პოლიტოლოგმა 

პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა

13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 129 ადამიანი.

 

საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო რეჟიმი შემოიღო და საზღვრები დაკეტა. ფრანსუა ოლანდმა ტერაქტებში დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ დაადანაშაულა.

 

ყველა ახალი ამბავი
0