ექპსერტი „ტერაქტებმა შესაძლოა რუსეთი და დასავლეთი შეაკავშიროს“

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიСотрудники французской полиции
Сотрудники французской полиции - Sputnik საქართველო
გამოწერა
13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. პარიზის მერიამ განაცხადა 128 ადამიანის დაღუპვის და 250 მდე დაშავებულის შესახებ.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. მსოფლიოში გახშირებულმა ტერქატებმა შესაძლოა რუსეთი და დასავლეთი ერთმანეთთან შეაკავშიროს, განაცხადა  არასამთავრობო ორგანიზაცია „სპეცსამსახურების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის საქართველოს ცენტრის“ თავმჯდომარემ ბესიკ ალადაშვილმა  

„ტერაქტებმა, რომლებიც მოდის მარგინალური ჯგუფებისგან, შეიძლება უფრო მეტად შეაკავშიროს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნები, მათ შორის განსხვავებული ინტერესისი მქონენიც და მგონი ყველას სურვილია, რომ ვთქვათ იგივე რუსეთი და დასავლეთი  ერთობლივი ძალებით აღუდგნენ წინ ტერორიზმს. თუმცა აქ არის ერთი საფრთხეც, რომ რომელიმე ქვეყანამ ეს ტერორიზმი თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მისაღწევ გზად არ გამოიყენოს“– მიაჩნია ბესიკ ალადაშვილს.

 მისი თქმით, ის რაც მოხდა პარიზში იყო კარგად ორგანიზებული ტერაქტების სერია, რომელსაც სამწუხაროდ მსხვერპლი მოჰყვა. 

„ ჩვენ ვხედავთ, რომ ისეთ მაღალი დონის სპეცამსახურებსაც კი, როგორიც საფრანგეთს და ზოგადად ევროპას ჰყავს, უჭირთ ტერაქტების თავიდან აცილება“–აღნიშნა ბესიკ ალადაშვილმა.

ტერაქტის ადგილი პარიზში - Sputnik საქართველო
მამუკა არეშიძე - საფრანგეთის ტერაქტები მისი ხელმძღვანელობის უნიათობის ბრალია

მისი თქმით, ტერაქტების მიზეზები ყოველთვის კომპლექსური ქმედებებია, რომლის უკანაც გარკვეული იდეოლოგიის მქონე ადამიანები დგანან. ისინი არ აღიარებენ იმ ფასეულობებს, რაც დანარჩენ მსოფლიოს გააჩნია და ცდილობენ თავიანთი შეხედულებების გატარებას.

13 ნოემბერს, საღამოს, პარიზში ტერაქტების სერია მოხდა. უცნობმა პირებმა მეათე რაიონის ერთ-ერთ რესტორანში ცეცხლი გახსნეს, სამი აფეთქება გაისმა „სტად დე ფრანსის“ სტადიონის მახლობლად, სადაც მიმდინარეობდა ამხანაგური მატჩი საფრანგეთსა და გერმანიას შორის. მატჩს საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი ესწრებოდა. გარდა ამისა როკ-კონცერტზე თეატრ „ბატაკლანში“, მე11-ე რაიონში უცნობმა პირებმა მძევლები აიყვანეს. პარიზის მერიამ განაცხადა 128  ადამიანის დაღუპვის  და 250 მდე დაშავებულის შესახებ. 


ყველა ახალი ამბავი
0