„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებს მთელი საქართველოს მასშტაბით თავს ესხმიან

© http://pirveliradio.ge/ენმ
ენმ - Sputnik საქართველო
გამოწერა
მედიის ინფორმაციით, 21–22 ოქტომბრის ღამეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ოფისების შენობების ფასადები თბილისის პარალელურად, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და გურჯაანში დააზიანეს და საღებავებით შეღებეს.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისების შენობების ფასადები, 21–22 ოქტომბრის ღამეს, თბილისის პარალელურად, სხვა ქალაქებშიც საღებავებით შეღებეს და დააზიანეს. ამის შესახებ ქართული მედია ხუთშაბათს, 22 ოქტომბერს იუწყება.

გასულ უქმეებზე ინტერნეტით გავრცელდა წამებისა და გაუპატიურების ამსახველი ვიდეო. როგორც დადგენილია, ამ წამებასა და გაუპატიურებაში 2011 წელს პოლიციის მაშინდელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ამასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეები უკვე მეოთხე დღეა საპროტესტო აქციებს აწყობენ და ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაუქმებას მოითხოვენ. 

მედიის ინფორმაციით, 21–22 ოქტომბრის ღამეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ოფისების შენობების ფასადები თბილისის პარალელურად, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში, ფოთში, თელავსა და გურჯაანში დააზიანეს და საღებავებით შეღებეს. ასევე დაზიანებულია თბილისში მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკა, რომლის ფასადზეც წითელი საღებავით დააწერეს „მწამებლის ბიბლიოთეკა“.

ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
ღარიბაშვილი: „ნაცმოძრაობის“ მომხრეები დასჯას იმსახურებენ

„ციხის სკანდალიდან“ სამი წლის შემდეგ, ეს ვიდეოჩანაწერის გავრცელების პირველი შემთხვევაა. ვიდეოში ჩანს, პოლიციის თანამშრომლები მოქალაქეებს არაადამიანურად როგორ ეპყრობიან.

დროებითმა კომისიამ, რომელიც უკანონო მოსმენებისა და ფარული ვიდეოჩანაწერების საკითხებზე მუშაობდა, უარი თქვა ჩანაწერების უმეტესი ნაწილის განადგურებაზე, რათა გამოძიება სრულფასოვნად ჩატარდებულიყო და ყველა დამნაშავეს, ჩადენილის გამო, პასუხი ეგო, აღნიშნა საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, რომელიც კომისიის წევრი იყო.

2014 წლის 31 იანვარს აღნიშნულმა კომისიამ ანგარიში გამოაქვეყნდა და შესაბამის უწყებებს ეფექტური გამოძიების ჩატარების რეკომენდაციები მისცა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ უქმეებზე გავრცელებული კადრები 2011 წელს არის გადაღებული. თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე დამნაშავედ 11 ადამიანი,  მათ შორის შსს–ს ყოფილი მაღალჩინოსნები, უკვე ცნო.  


ყველა ახალი ამბავი
0