ბათუმის მკვიდრი საქართველოში ნარკოტიკების შემოტანას ცდილობდა

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო–თურქეთის საზღვარზე დაკავებული 1987 წელს დაბადებული ნათია შ., ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. სამართალდამცავებმა სარფის საბაჟო–გამშვებ პუნქტის ტერიტორიაზე ბათუმის მკვიდრი დააკავეს, რომელსაც პირადი ჩხრეკისას 187 აბი „ექსტაზი“ და 0,04 გრამი კოკაინი აღმოაჩნდა, იუწყება საქართველოს შს სამინისტრო ხუთშაბათს, 17 სექტემბერს. 

 „ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით, 166 აბი 7,2303 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს, ხოლო 21 აბი — 0,10489 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ამფეტამინს და 0,0524 გრ მეთილენდიოქსიმეტამფეტამინს შეიცავს“, — აღნიშნულია შსს-ს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

1987 წელს დაბადებული ნათია შ., საქართველოში თურქეთის ტერიტორიიდან შემოვიდა.

1987 წელს დაბადებული ნათია შ. წაყენებულ ბრალს აღიარებს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების „ა“ ქვეპუნქტებით). 

 


ყველა ახალი ამბავი
0