საქართველოს შსს–მ ნარკოტიკების მსხვილი პარტიის გასაღება აღკვეთა

© photo: Sputnik / Yuri Abramochkin / გადასვლა მედიაბანკშიდაფასოებული მარიხუანა
დაფასოებული მარიხუანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
შსს–სა და საბაჟო სამსახურის თანამშრომლებმა ბრაზილიის მოქალაქე ქალბატონების ჩხრეკისას 5 კგ–მდე კოკაინი აღმოაჩინეს. ასევე დაკავებულია სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონიც, რომელსაც 15 კგ–მდე მარიხუანა აღმოუჩინეს. ვ

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოში განსაკუთრებით დიდი რაოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებების შემოტანისთვის ბრაზილიისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოქალაქეები დააკავეს, იუწყება შსს–ს პრესსამსახური ოთხშაბათს, 26 აგვისტოს. 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და  შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბრაზილიის მოქალაქე ქალბატონების — 1985 წელს დაბადებული ელიზაბეტ ლუიზა დ.–სა და 1980 წელს დაბადებული კარინა ე.–ს პირადი ჩხრეკისას 5 კგ–მდე ნარკოტიკული ნივთიერება კოკაინი აღმოაჩინეს. ასევე დაკავებულია 1985 წელს დაბადებული სამხრეთაფრიკელი ქალბატონი ოდეთე ბ., რომლის ხელბარგშიც 15 კგ–მდე მარიხუანა იპოვეს, ნათქვამია საქართველოს შსს–ს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

„ექსპერტიზის დასკვნით, 4 კილო და 794,68 გრ კოკაინია, ხოლო ოდეთთე ვ-ს ხელბარგის ჩხრეკისას ამოღებულია 14 კილო და 835 გრამი მარიხუანა“, — განაცხადა დანაშაულებრივ სამყაროსთან და ორგანიზევულ დამნაშავეობასთან ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელმა მიხეილ ძაგნიძემ. 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით). დანაშაული 15–დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ან უვადო პატიმრობით ისჯება. 


ყველა ახალი ამბავი
0