მდინარე

მდინარე ჩეშურაში მაშველებმა 13 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

1
როგორც „112“-ში აცხადებენ, მაშველები მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და მდინარეში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი იპოვეს. უცნობია ბიჭი მარტო იყო მდინარეზე თუ ვინმე ახლდა.

თბილისი, 11აგვისტო — Sputnik. 13 წლის მოზარდის ცხედარი მდინარე ჩეშურაში იპოვეს, განაცხადეს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში სამშაბათს, 11 აგვისტოს.

 „112-ში ზარი შემოვიდა მოსალოდნელი უბედური შემთხვევის შესახებ. ჩვენი მაშველები  მაშინვე გავიდნენ შემთხვევის ადგილზე და მდინარეში დამხრჩვალი მოზარდის ცხედარი იპოვეს. ბიჭი მარტო იყო მდინარეზე თუ ვინმე ახლდა, ვერ გეტყვით“, — აღნიშნეს უწყების პრეს-სამსახურში.

გარდა ამისა, "112"-მა კიდევ ერთი უბედური შემთხვევის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. კვირას, 9 აგვისტოს, მდინარე სიონში 20 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. მაშველებმა მისი ცხედარი სამძებრო ოპერაციის ჩატარების შემდეგ იპოვეს.


1