სირიის მოქალაქეები საქართველოს საზღვრის უკანონო გადმოკვეთისთვის დააკავეს

© фото - public domainხელბორკილი
ხელბორკილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის გადმოკვეთას ცდილობდნენ.

თბილისი, 6 აგვისტო — Sputnik. სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა სირიის სამი მოქალაქე ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის უკანონო გადაკვეთის მცდელობისთვის დააკავეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები სასაზღვრო საკონტროლო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ“, — აღნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გამოძიებას სასაზღვრო პოლიციის მთავარი საგამოძიებო-ოპერატიული სამმართველო უძღვება. საქმე აღძრულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო, ჯგუფური გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე. სირიის მოქალაქეებს ოთხიდან ხუთ წლის ვადით  თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 


ყველა ახალი ამბავი
0